Thursday, April 27, 2017

პროექტი

1.პროექტის სახელწოდება:ბუნების მგოსანი ვაჟა.......

2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:მოსწავლეები გაეცნობიან მწერლის პირად ცხოვრება სა და შემოქმედებას (ბუნების თემაზე შექმნილ ნაწარმოებებზე გავამახვილებთ დიდ ყურადღებას).

3. პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები არ იცნობენ კარგად ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიასა და შემოქმედებას.გარემოს გაფრთხილება...

4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების, დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის, მასალის კომპიუტერულად დამუშავების ჯგუფურად მუშაობის უნარ-ჩვევა,უკეთ გაეცნობიან საკუთარი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას.კარგად გაეცნობიან მწერლის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას.

5. მონაწილეთა ასაკი:11-12 წელი

6. ვადები/ხანგრძლივობა:5 კვირა

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: კედლის გაზეთი, მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.ილუსტრირებული ბუკლეტის დამზადება.

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა, პრინტერი,  ფორმარტი, მარკერები, სახატავი ფურცლები, ფერადი ფანქრები, თაბახის ფურცლები, მარკერები

9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): 1)1-ლი ჯგუფი ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიაზე აკეთებს კედლის გაზეთს.
2)მე-2 ჯგუფი ქმნის  ხელნაკეთ ჟურნალს.ჟურნალში ამოიწერენ პოეტის საბავშვო ლექსებს და დახატავებ შესაბამის ილუსტრაციას;
3)ბუკლეტში დაწერილ ლექსები ს ზეპირად შესწავლა:
4)პროექტში  მონაწილე ყველა მოსწავლე ხატავს სურათებს მწერლის მოთხრობებისა და ლექსების მიხედვით და აწყობს გამოფენას;
5).მოსწავლეები გააკეთებენ თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაციას.

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან

კავშირი:ლიტერატურაში- განუვითარებს ძირითად საკომუნიკაციო უნარებს-წერას,კითხვას,მოსმენას,საუბარს, მხატვრულად კითხვის უნარს.ხელოვნებაში-პოეტის შემოქმედებაზე ნახატების შესრულებით,მუსიკალური კომპოზიციების ლიტერატურული ნაწარმოებების მიმოხილვით.ისტ-ტექნოლოგიებში-ინტერნეტ მასალების მოძიება,

11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):ნათია მუმლაძე

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:natiamumladze03@gmail.com

13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:

პროექტის განხორციელების გეგმა

No comments:

Post a Comment